რესტორანი - Shota @ Rustaveli Boutique Hotel
Melograno
Contact
Shevchenko Str. No 1, entrance from Chichinadze street 0108 Tbilisi, Georgia
T: +995 32 2 19 20 21
Email:requests@shotahotels.com
Follow
Shevchenko Str. No 1, entrance from Chichinadze street 0108 Tbilisi, Georgia

რესტორანი

  /  რესტორანი

საუზმე

დაიწყეთ თქვენი დღე საუზმით მელოგრანოში, სადაც ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, სალათები, ძეხვეული და ყველი, ახალგამომცხვარი პურ-ფუნთუშეული, წვენების მრავალფეროვანი არჩევანი და ახლად მოდუღებული საუკეთესო ყავა და ჩაი გელოდებათ. ან შეგიძლიათ დააგემოვნოთ ცხელი საუზმის კერძები მენიუდან. სამუშაო საათებია: 8:00 დან - 12:00

ოთახების მომსახურეობა

მიირთვით თქვენს ფართო და მყუდრო ოთახში. ჩვენი ოთახის მომსახურება ხელმისაწვდომია 24/7.

ღვინის ოთახი

ეს არის ადგილი ღვინის მოყვარულებისთვის. ყველა სახეობის ღვინის ქონა არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანია გვქონდეს მხოლოდ საუკეთესო და იშვიათი ქართული ღვინო. თუ გსურთ სადილთან ბოთლი ღვინის დაგემოვნება ან საჩუქრად თან წაღება, ჩვენ დაგეხმარებით საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში.

შეხვედრების ოთახი

ჩვენი შეხვედრების ოთახი საშუალებას გაძლევთ სასტუმროს ტერიტორიის დატოვების გარეშე გამართოთ საქმიანი შეხვედრა ბიზნეს პარტნიორებთან. შეხვედრების ოთახი გათვლილია 14 კაცზე.

Melograno

ქართული და იტალიური სამზარეულოთი შთაგონებული ქართველი შეფი ქმნის დახვეწილ ხელოვნების ნიმუშს ყველა კერძისგან ადგილობრივი ტრადიციების და ახალი პროდუქტების შერწყმით. ხშირად ვცვლით მენიუს რათა ყოველთვის საუკეთესო და სეზონური კერძები იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი სტუმრებისთვის. რესტორნის დიზაინი ასახავს საქართველოს ტრადიციებს და კულტურას თანამედროვე გზით. ლამაზი და ამავდროულად ძალიან კომფორტული ავეჯი ქმნის გარემოს რომელიც გეპატიჯებათ განსატვირთად და სასიამოვნო დროის გასატარებლად დღის ნებისმიერ მონაკვეთში. Melograno ბროწეულს ნიშნავს, რაც ჩვენს ფილოსოფიას კარგად გამოხატავს - ყოველთვის ცოცხალი , პიკანტური, ნათელი და ლამაზი .