ღვინის მაღაზია
რესტორნის გვერდით მდებარე პატარა შუშის ოთახში თუ შეხვალთ, ლამაზად გაფორმებულ ღვინის მაღაზიაში აღმოჩნდებით. აქ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაყენებული 100-მდე სახეობის საუკეთესო ღვინო ინახება. ნატურალური, ოჯახში დამზადებული ღვინოების უმეტესობა პირდაპირ მეღვინეების მარნებიდან მოდის სასტუმროში. კოლექციაში იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დამზადებულ უნიკალურ ღვინოებსაც შეხვდებით.
თუ მაღალი ხარისხის ქართული ღვინის დეგუსტაცია და შეძენა გსურთ, აქაურობა აუცილებლად უნდა მოინახულოთ. სასტუმროს სტუმრებისთვის სპეციალური შეთავაზება მოქმედებს.